|
2016-05-30 14:39:54, 546 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: დღეს თავისუფალი არჩევანის საშუალება გვაქვს, ვერც დაგვაშინებს ვინმე და ვერც ხმებს მოგვპარავენ
„დღეს ნამდვილად გვაქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება, ვერც დაგვაშინებს ვინმე და ვერც ხმებს მოგვპარავენ“, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილშია აღნიშნული. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, სწორი არჩევანი მხოლოდ ინფორმირებულ ამომრჩეველს შეუძლია. სწორი არჩევანი მხოლოდ ინფორმირებულ ამომრჩეველს შეუძლია, ამ მიმართულებით კი სერიოზული პრობლემებია. ქვეყანაში ფიზიკური ძალადობა დასრულდა, მაგრამ გრძელდება პროპაგანდით და სიცრუით ძალადობა, რაც, შეიძლება, გაცილებით მეტადაც კი აზიანებდეს საზოგადოებას. პოლიტიკური ძალა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტერორით მართავდა ქვეყანას, ადამიანის უფლებებს აბუჩად იგდებდა და თავისუფალ სიტყვას დევნიდა, დღეს სრულად სარგებლობს ქვეყანაში არსებული თავისუფალი გარემოთი, ძველებურად ამუშავებს სიცრუის მანქანას, აფრქვევს ცილისწამების კორიანტელს და მის დღის წესრიგს ხშირად დანარჩენი მედიაც მიჰყვება, რადგან, მთავრობის ლანძღვა მოდაშია და კარგ ტონად ითვლება. მოქალაქეებს მიზანმიმართულად და განუწყვეტლივ მიეწოდებათ ქვეყანაში არსებული ვითარების განზრახ დამახინჯებული სურათი, რაც ბევრში გულგატეხილობისა და სასოწარკვეთის განცდას იწვევს. ეს ყველაფერი რევანშის მიზნით კეთდება, რათა სააკაშვილის კლანმა ქვეყანა ისევ დააბრუნოს ძალმომრეობის ჭაობში, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი. მედიამ ხელისუფლება უნდა აკრიტიკოს და, რასაკვირველია, მეც ამის მომხრე ვარ, მაგრამ არა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიციიდან და ინტერესებიდან, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა საკუთარ ხალხს და რომელსაც დღეს რევანში სწადია. ამ პარტიის ვითომდა განახლებული ლიდერებიც კი დღესაც საკუთარი პოლიტიკური წარსულის ქებით არიან დაკავებულნი და მხოლოდ გაკვრით თუ ახსენებენ შეცდომებს, რომელთა შესახებაც ნაციონალურ მოძრაობაში თითქოს არავინ იცოდა“, - აღნიშნულია წერილში. ამასთან, ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მთავრობა ინარჩუნებს თავისუფალ მედიაგარემოს, სადაც ნებისმიერ მედიასაშუალებას იმის შესაძლებლობა ექნება, იყოს არაობიექტური. „ რასაკვირველია, ჩვენ შევინარჩუნებთ თავისუფალ მედიაგარემოს, სადაც ნებისმიერ მედიასაშუალებას იმის შესაძლებლობაც ექნება, იყოს არაობიექტური, ტენდენციური, პოლიტიკურად ანგაჟირებული და გაავრცელოს არასწორი და ცილისმწამებლური ინფორმაციები, რისი მოწმენიც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვართ. თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თავისუფლება მედიას მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით არ მოუპოვებია. ყველას გვახსოვს რამდენიმე წლის წინ მიწაზე დაყრილი და იარაღმიბჯენილი ჟურნალისტები, ერთი და იმავე ტექსტებით მოსაუბრე ტელევიზიები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იმ ქვეყანაში, რომელშიც ასიათასობით ადამიანმა ციხე იწვნია, ხოლო დანარჩენები იგივეს ელოდნენ, ცხოვრება მშვენიერი იყო. საქართველოში მედია სწორედ ტირანიის დამარცხების შემდეგ გათავისუფლდა და როგორ დაუნდობლადაც არ უნდა აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, რომელსაც არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის ამ თავისუფალი გარემოს შექმნაში, თავად მედიის უფლებებს არავინ შეეხება. ადრე მედია ამბობდა მხოლოდ იმას, რაც ხელისუფლებას სურდა და, შესაბამისად, ხელისუფლებისთვისაც ადვილი იყო საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. ნაციონალების ესოდენ ნაქები პიარი, სინამდვილეში იმით გამოიხატებოდა, რომ ყველა არხზე მხოლოდ სააკაშვილი იჯდა დილიდან საღამომდე და ხან სახურავებიდან გვესაუბრებოდა და ხან მღვიმეებიდან. ყველა სხვა ინფორმაცია დახშული იყო. დღეს მედია გახსნილია, ადამიანებმა თავად უნდა გამოიტანონ დასკვნები, რასაც სათანადო გამოცდილება სჭირდება და რაც ჯერ აკლია ჩვენს საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის პროპაგანდას და ცილისწამებას ჩვენ ძალადობით და აკრძალვით კი არ ვუპასუხებთ, არამედ - ანალიზით და მოვლენებისათვის სახელის დარქმევით. როდესაც მედია სრულიად თავისუფალია, საზოგადოებასაც და მთავრობასაც აქვთ უფლება, რომ გააკრიტიკონ იგი და ამხილონ კიდეც, თუკი არაკეთილსინდისიერ ქმედებებს შეამჩნევენ“, - აღნიშნულია წერილში.
აქტივისტი ნანა სანდერი: მე ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის აუდიტს ჩაატარებს
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)