|
2016-05-29 14:38:56, 874 ნახვა
საზოგადოება
ვერეს ხეობაში გამწვანების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ახალ გზაზე იმყოფებოდა. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მერმა აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მათივე ინფორმაციით, ღნიშნული ტერიტორიის გამწვანება უკვე დასასრულს უახლოვდება. სულ ვერეს ხეობაში 10 ათასამდე წიწვოვან - ბუჩქოვანი მცენარე დაირგვება, რომელთა სიმაღლე 2-დან 4 მეტრამდეა. დავით ნარმანიას განცხადებით, ხეების დარგვა უახლოეს დღეებში დასრულდება. ამას გარდა, თბილისის მერი მზიურშიც იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება და კეთილმოწყობა, ასევე გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება. „ჩვენ ვგეგმავთ მდინარის კალაპოტის ფორმირებასაც, რაც შემდგომში უსაფრთხოს გახდის მდინარეს და მის მიმდებარე ტერიტორიას. პროექტი ამ მიმართულებით უკვე მზად არის და მის განხორციელებას თბილისის მერია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გეგმავს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. ამასთან, მერის თქმით, დაზიანებული ტერიტორიის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება, რათა ტერიტორია კეთილმოეწყოს და უფრო საინტერესო გახდეს მოსახლეობისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)