|
2016-05-29 13:04:54, 657 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონპროექტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე განხილვას ითხოვენ
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ", "თბილისის ტრამვაიმ", "საქართველოს საავტომობილო ფედერაციამ", "საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ", ორგანიზაცია "იარე ფეხით", "საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდმა", "ჯამპ სტარტ ჯორჯიამ" ქუჩის აქცია გამართეს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიმართავენ პარლამენტს და ითხოვენ დაუყოვნებლივ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდეს "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა, არასამათავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით კანონპროექტის ოპტიმიზაცია და დამტკიცება, რადგან მათი შეფასებით, სიტუაცია გზებზე საგანგაშოა და მოითხოვს როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე სამთავრობო სექტორის სასწრაფო რეაგირებას. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს საგზაო შემთხვევების პრევენციას. ამასთან, არასამთავრობოები ითხოვენ, კანონპროექტის განხილვამდე უმოკლეს ვადაში პროექტის ოპტიმიზაციის მიზნით, დაიგეგმოს შეხვედრა პარლამენტში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით:"საქართველოში წელიწადში 600-ზე მეტი ადამიანი იღუპება გზებზე", "თბილისში 44%-ით გაიზარდა სიკვდილიანობა გზებზე", "პარლამენტის უმოქმედობა დანაშაულია!", "მოვითხოვთ კანონპროექტის მიღებას". აქციის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტისთვის გასაგზავნ ოფიციალურ წერილს მოაწერეს ხელი. კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2015 წლის 10 დეკემბერს მოხდა. მისი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი მუხლებია უკონტაქტო პატრულირება/ქულათა სისტემა და სხვა საგზაო შემთხვევების გამომწვევ სამართალდარღვევებზე სანქციების გამკაცრება.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)