|
2016-05-29 10:33:33, 714 ნახვა
საზოგადოება
შალვა ხუციშვილი ოპერატიული ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის საკითხებზე ტრენინგის დახურვას დაესწრო
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით გამართულ, ოპერატიული ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის საკითხებზე ტრენინგის დახურვას დაესწრო. ხუთდღიანი სწავლება საქართველოსა და სომხეთის შესაბამისი უწყებების თანამშრომლებისათვის ჩატარდა. ტრენინგის გახსნას აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი ესწრებოდა. სწავლებას აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ფედერალური ადმინისტრაციის (DEA) სასწავლო აკადემიიდან მოწვეული ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. ტრენინგზე განიხილეს ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების საფუძვლები, გამოკითხვის მეთოდები და პრაქტიკული სავარჯიშოები, მტკიცებულებების ამოღება-დამუშავების საკითხები, ნარკოტრეფიკინგის საერთაშორისო ტენდენციები და კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება. შს მინისტრის მოადგილემ სწავლების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)