|
2016-05-28 17:40:08, 811 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთი არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის ჩემპიონატს უმასპინძლებს
ოკუპირებული აფხაზეთი ხვალ, არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის ჩემპიონატის პირველ თამაშს უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ-აფხაზია“ იუწყება. მედია საშუალების იფნრომაციით, ფიფა-ს წარმომადგენლები სოხუმში, 30 მაისს ჩავლენ და დე-ფაქტო სახელმწიფოების ჩემპიონატის მიმდინარეობას დააკვირდებიან. როგორც ფეხბურთის დამოუკიდებელი ასოციაციების კონფედერაციის (ConIFA) ვიცე- პრეზიდენტმა, დიმიტრი ფაღავამ განაცხადა, ჩემპიონატის მიმდინარეობას 16 მსაჯი გააკონტროლებს. თამაშებს კი, მსოფლიოს მასშტაბით 120 ჟურნალისტი გააშუქებს. „ფიფა-ს წარმომადგენობა გააკონტროლებს თამაშების მიმდინარეობას და ჩვენი ფეხბურთელების თამაშს დააკვირდება“, - განაცხადა ფაღავამ. ConIFA-ს ინფორმაციით, ფეხბურთის ჩემპიონატში, 12 არაღიარებული სახელმწიფოს საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არაღიარებული აფხაზეთის, ქურთისტანის, ჩრდილოეთ კვიპროსის, პენჯაბის, ჩაგოს კუნძულის, პადანიას, რეციას, ლაპლანდიას, სომალილენდის, სეკეის, კორეელების ერთობა იაპონიაში, დასავლეთ სომხეთის გუნდები. ConIFA სამომავლოდ მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას აპირებს. ConIFA-ს პრეზიდენტის, პერ ანდერს ბლინდის განცხადებით, ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაციის წევრები გააფრთხილა ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობისგან თავი შეეკავებინათ. სოხუმში „დინამოს“ სტადიონზე დე-ფაქტო სახელმწიფოების ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია დღეს გაიმართება, 29 მაისს პირველი თამაში ჩატარდება, ფინალური თამაში კი, 5 ივნისს არის დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)