|
2016-05-27 13:26:58, 1271 ნახვა
ეკონომიკა
PSP-ს წამახალისებელი გათამაშების ახალი სეზონი დაიწყო
დღეიდან PSP-ს ტრადიციული წამახალისებელი გათამაშება „4 სეზონი - 4 გათამაშება“ გრძელდება. PSP-ს ერთგულ მომხმარებელს კვლავ შეუძლია გათამაშებაში ჩართვა, რათა მოიგოს ახალი 2016 წლის GLA კლასის „მერსედესი“, გარემონტებულ ბინა „m²-ში“ ცენტრალური გათბობით, სამზარეულოთი და ტექნიკით, ასევე ყოველთვიური 2000 ლარიან ხელფასი ერთი წლის განმავლობაში. ბილეთები ყოველ 10 ლარიან შენაძენზე გაიცემა. გათამაშება 18 აგვისტოს გაიმართება, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 18:00 საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ. „ჩვენი გათამაშება ყოველთვის დიდი ინტერესით გამოირჩეოდა. ჩვენი მომხმარებელი მუდმივად იღებს დამატებით სარგებელს იქნება ეს მედიკამენტებზე დაბალი ფასი, საჩუქრები, თუ „ჩემი ოჯახის ბარათზე“ დარიცხული ქულები, რომლის გადაცვლაც მომხმარებელს ასეულობით პროდუქტში შეუძლია. PSP -ს ყველა მომხმარებელი გამარჯვებულია, რადგანაც ხარისხიან მედიკამენტებთან ერთად ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასს იღებს ,ამით ფულსაც ზოგავს და დამატებით წამახალისებელ გათამაშებაშიც ერთვება.“, - აცხადებენ პსპ-ში. გაზაფხულის სეზონის გათამაშება რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გუშინ 26 მაისს გაიმართა. 2000 ლარიანი ხელფასის მფლობელი ხარაგაულის რაიონის მკვიდრი ნათელა სიხარულიძე გახდა, მერსედესი ახალციხელ ნანა ნადირაძეს შეხვდა, ხოლო გარემონტებული ბინის მფლობელი ბოლნისელი სოფია აფრესოვაა. PSP 22 წლის ისტორიის მქონე კომპანიაა. წამახალისებელ გათამაშება 2008 წელს დაიწყო და უკვე 16-ჯერ ჩატარდა. PSP-ს მომხმარებლებმა უკვე მოიგეს 43 ავტომობილი, 5 ბინა თბილისში, 5 ორიათასლარიანი ხელფასი მთელი წლის განმავლობაში. 125 ოჯახს კი PSP-გან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.
(R)
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)