|
2016-05-26 20:02:00, 734 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა თბილისის ცენტრალურ უბანში გამართული საზეიმო ღონისძიებები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თბილისის ცენტრალურ უბანში გამართული საზეიმო ღონისძიებები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე პირადად მიულოცა. „ყველას მინდა მივულოცო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აქ შეკრებილ საზოგადოებას, მაქსიმალურად ყველას ხელი ჩამოვართვა, ყველას წარმატებები ვუსურვოთ და იმედი ჩავუსახოთ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად წარმატებული იქნება. მიუხედავად იმისა, დღეს ვის რა ტკივილი აქვს, რა პრობლემები აქვს - ასეთი კი ძალიან ბევრია საქართველოში. მთავარია, არ დავიღალოთ ამ ბრძოლით, არ დავიღალოთ ამ შრომით და გვჯეროდეს, რომ წარმატება აუცილებლად მოვა. ეს ბევრჯერ მომხდარა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ამჯერადაც ასე იქნება. ისტორიას თავისი ლოგიკა აქვს და ისტორია ყოველთვის თავისუფლების მოყვარე ერების სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს, ამიტომ, ყველას ვულოცავ და რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყოს ის დღე ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა იქნება ბედნიერი, იქნება წარმატებული, იქნება დასაქმებული და ქვეყანა იქნება უსაფრთხო“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა. დღესვე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა სპეციალური კონცერტი გამართა. ქართველ სამხედრო მუსიკოსებთან ერთად თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი, წელს პირველად, დიდი ბრიტანეთის საპარშუტო-სადესანტო პოლკის, ლატვიის შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საჰაერო ძალების ორკესტრებმა მიულოცეს. შეიარაღებული ძალების კვებითი უზრუნველყოფის კომპანია "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" კი, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას საველე სამზარეულოში მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდა. თავისუფლების მოედანზე გამოფენილი იყო ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკა, რომლის დათვალიერების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა.
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)