|
2016-05-26 19:46:53, 916 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებული ძალებმა, სამხედრო პოლიციისა და ეროვნული გვარდიის ოცეულებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა, სამხედრო პოლიციისა და ეროვნული გვარდიის ოცეულებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. საზეიმო ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩასული დელეგაცია დაესწრო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ - ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე და მინისტრის მრჩეველი მაია ქავთარაძე. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მონაწილე კოალიციური ძალების წარმომადგენელი ამერიკელი, პოლონელი და ავღანელი სამხედროები. ცერემონიალი საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავღანეთის ეროვნული ჰიმნებით დაიწყო. დამსწრე საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ავღანური სამშვიდობო მისიის მიმდინარეობისას დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და მისიაში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის გამო ქართველმა სამხედროებმა მადლობის სიგელებიც მიიღეს. 52-ე ბატალიონის მეთაურის გადაწყვეტილებით, ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ამერიკელი სამხედროებიც დაჯილდოვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)