|
2016-05-26 11:02:39, 577 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ცხრა ქვეყნის საპარლამენტო დელეგეცია ეწვია
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოწვევით, თბილისს უცხო ქვეყნის ცხრა საპარლამენტო დელეგაცია ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, მათ შორის არიან უკრაინის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ისრაელის, ჩეხეთის, ბელარუსის, სომხეთისა და თურქეთის პარლამენტების სპიკერები, ვიცესპიკერები და პარლამენტის წევრები, აგრეთვე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. „26 მაისს, საპარლამენტო დელეგაციები და მაღალი რანგის სტუმრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის საიუბილეო ღონისძიებებში, კერძოდ, დაესწრებიან საქართველოს საჯარისო ნაწილების წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას (თავისუფლების მოედანი), საზეიმო კონცერტს (პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია) და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ სახელმწიფო მიღებას. ამასთან, საქართველოში ვიზიტად მყოფი საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები დაათვალიერებენ საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენას (პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი), სადაც წარმოდგენილი იქნება 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმთან, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენასთან და 1991 წლის 26 მაისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საქართველოში დაცული ისტორიული დოკუმენტები, გაზეთები და ფოტო მასალა. ანალოგიური ისტორიული მასალები დამთვალიერებლებისთვის 26 მაისს რუსთაველის დრამატული თეატრის ფოიეშიც გამოიფინება. დელეგაციების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, აგრეთვე, ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან“, - აღნიშნულია პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)