|
2016-05-26 09:52:28, 707 ნახვა
საზოგადოება
26 მაისთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მსოფლის სხვადსახვა ქვეყანაში საზეიმოდ აღინიშნება. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ინიციატივით 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მიღება, ქართველ მუსიკოსთა კონცერტები, ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, ქართული კულტურისა და ისტორიის, საქართველოს ღირშესანიშნაობებისა და ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო გამოფენები. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელშეწყობით ცალკეული ქვეყნების დედაქალაქებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით ქალაქის ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება და ეროვნული სიმბოლიკებით მოირთვება . უწყების ინფორმაციით, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ქართული დროშის ფერებში განათდება: ავსტრალიის ძველი პარლამენტის შენობა, უნგრეთის „ერჟებიტის" ხიდი, სლოვაკეთის ქ. კოშიცეს მუნიციპალიტეტის შენობა, ლიუბლიანის ციხესიმაგრე, საუდის არაბეთში რიადის ყველაზე მაღალი შენობა Kingdom Tower, ესტონეთის ბიზნესცენტრი, რომელშიც მდებარეობს საქართველოს საელჩო. ქალაქ სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებით ბოსფორის ხიდი განათდება. კვიპროსსა და ინდონეზიაში განათდება დედაქალაქის ტურისტული ცენტრები. ლიტვაში, საქართველოს დროშის ფერებში განათდება კაუნასის ცენტრალური ღირშესანიშნაობა, ქრისტეს აღდგომის ტაძარი, ასევე საქართველოს გიგანტური დროშა ქალაქ ვილნიუსის ცენტრალურ ადგილზე გამოიფინება, მდინარე ნერისის სანაპიროზე და ასევე ჰაერში საქართველოსა და ლიტვის დროშების ფერებში მოხატულ ფრანებს გაუშვებენ. საბერძნეთში გაუშვებენ საქართველოს დროშის ფერებით მოხატულ საჰაერო ბურთებს. კანადაში მერიის წინ აღიმართება საქართველოს დროშა. ყაზახეთში დედაქალაქის მასშტაბით განთავსებულ ბანერებზე გამოსახული იქნება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები. დუბლინის ცენტრში 25-დან 30 მაისის ჩათვლით გამოიფინება საქართველოს დროშები. ბელგიაში, დედაქალაქის მთავარი სიმბოლო „მანეკენ პისი" შეიმოსება ქართულ ეროვნულ სამოსში. მოლდოვაში, იგეგმება ქალაქის ცენტრში მდებარე ტრიუმფალური თაღის განათება. ბრაზილიაში, კორკოვადოს მთაზე, მსოფლიო დროშების ხეივანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს დროშა უკვე აღიმართა.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ გვერდზე "Facebook"- ში განთავსებულია სპეციალური კალენდარი - "დამოუკიდებლობის დღე", სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია იხილოს ინფორმაცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების შესახებ.
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
მოდელი პრესლი გერბერი, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - Rolling Stone
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)