|
2016-05-25 18:55:54, 619 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან ვიგენინი მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კრისტიან ვიგენინმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცა. პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. მხარეებმა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს. ქვეყნის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება. გიორგი მარგველაშვილმა კრისტიან ვიგენინთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც განიხილა და ყურადღება ხურჩაში მომხდარი საზარელი მკვლელობისა და ოკუპანტების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, კი ოკუპანტებმა საქართველოს მშვიდობიანი, უდანაშაულო მოქალაქე მოკლეს, რაზეც სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია. გარდა ამისა, კრისტიან ვიგენინთან საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ჩატარების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელსაც თბილისი ივლისის დასაწყისში უმასპინძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)