|
2016-05-25 18:20:55, 721 ნახვა
პოლიტიკა
გიგაური კორცხელის ინციდენტზე: ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა დანაშაულია, გამოძიებამ ამ ნაწილშიც უნდა იაქტიუროს
ვფიქრობ, რომ დღეს უკვე ვართ კომიკურ სიტუაციასში, როდესაც ყველამ ვიცით ვინ იყო ჩართული კანონდარღვევაში, მაგრამ მათი დაკავება ჯერ-ჯერობით არ მომხდარა, - ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური კორცხელში მომხდარ ინციდენტს. მისივე განცხადებით, კარგია, რომ რამდნეიმე დღის შემდეგ, მოხდა იმ პირების დაკითხვა. "კარგია, რომ რამდენიმე დღეში, ამ პირების დაკითხვა მაინც მოხდა, თუმცა მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ასეთ ინციდენტებზე მყისიერი რეაგირება ჰქონდეს. როდესაც ჩვენ გვექნება არჩევნები და საარჩევნო უბნები, ჩვენ გვინდა სახელმწიფოს მხრიდან ასეთ ინციდენტებთან დაკავშირებით სწრაფ რეაგირებას ვხედავდეთ", - განაცხადა გიგაურმა. გიგაურის თქმით, გამოძიება უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად. თუმცა მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტიც გამოიძიოს. "გამოძიებამ უნდა დაადგინოს თუ ვინ არის მართალი. ერთი მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელზეც გამოძიება არ მუშაობს არის ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა. ეს არის დანაშაული და გამოძიებამ ამ ნაწილში უნდა იაქტიუროს", - განაცხადა გიგაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)