14:00 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 18:05:06, 596 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შეხვედრა გაიმართა

ათენში საქართველოსა და საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე ხელმძღვანელობდა, ბერძნულ მხარეს კი, მმართველი პარტია „სირიზას“ წარმომადგენელი გეორგიოს აკრიოტისი თავმჯდომარეობდა. საბერძნეთის მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდა საბერძნეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი გეორგიოს ვარემენოსი.

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და საბერძნეთში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესახებ, განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები. ყურადღება გამახვილდა საბერძნეთის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერაზე საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ, აქცენტით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დამყარებაზე.

ორივე მხრიდან აღინიშნა, რომ ამჟამად, საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობები უაღრესად პოზიტიურად, დინამიურად და პროდუქტიულად ვითარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
8 თვეში საქართველომ $12.5 მილიარდის საქონელი შეიძინა
8 თვეში ავტომფლობელებმა რეკორდული - ₾178 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს
პაპუაშვილი – გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ყველა ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics