|
2016-05-25 17:12:29, 576 ნახვა
პოლიტიკა
მიშველაძე: პრეზიდენტის აზრით, ის რაც ხურჩაში მოხდა, ყველა მოქალაქის ტრაგედიაა
„პრეზიდენტის აზრით, უცნაურია რომ ასეთ დროს, ასეთ ვითარებაში, დღეს, ჩვენ გვიწევს მარტივ ჭეშმარიტებებზე ყურადღების გამახვილება“, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ხურჩაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით,როდესაც კლავენ ერთ მოქალაქეს, მთელი ქვეყანა, საზოგადოება და სახელმწიფო ვალდებულია გაერთიანდეს ამ დანაშაულის წინააღმდეგ და დაიცვას საქართველოს მოქალაქეები. „როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ახლახანს დაბრუნდა სტამბოლიდან, სადაც გაეროს ორგანიზებით გამართულ, პირველ მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტზე, უმაღლესი ტრიბუნიდან, ასევე მსოფლიო ლიდერებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა ხურჩაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე, როდესაც თავხედურად, ცინიზმით, სასტიკად მოკლეს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია“, - განაცხადა მიშველაძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლებში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ შემქნილ სავალალო ვითარებაზე. „პრეზიდენტის აზრით, უცნაურია რომ ასეთ დროს, ასეთ ვითარებაში, დღეს, ჩვენ გვიწევს მარტივ ჭეშმარიტებებზე ყურადღების გამახვილება. როდესაც კლავენ ერთ მოქალაქეს, მთელი ქვეყანა, საზოგადოება და სახელმწიფო ვალდებულია გაერთიანდეს ამ დანაშაულის წინააღმდეგ და დაიცვას საქართველოს მოქალაქეები. ასეთ დროს არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ შეხედულებებს და პლატფორმებს - ის რაც მოხდა ხურჩაში, არის ყველა მოქალაქის ტრაგედია“, - აღნიშნა ეკა მიშველაძემ. შეგახსენებთ, 19 მაისს ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩაში ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, „მესაზღვრეებმა“ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)