|
2016-05-25 16:50:57, 581 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მიხაილ კოსტარიკოსს შეხვდა, რომელიც თბილისში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დახურულ შეხვედრაზე ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს წვლილი, მალიში და ცენტრალურ აფრიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული დანაყოფების მონაწილობა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი განიხილეს. გენერალმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზგასმით აღნიშნა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის მნიშვნელობა. შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)