|
2016-05-25 15:18:47, 661 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაშვილი: ამომრჩეველი არ დაუშვებს, რომ ამ ბნელ ძალას დაუჭიროს მხარი, რომლის სათავეშიც კახა კალაძეა
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დღეს ყველამ იცის რას ნიშნავს "ქართული ოცნებისთვის" ხმის მიცემა. მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, ხმის მიცემას კობა ტყეშელაშვილისთვის, ნოშრევან წურწუმიასთვის, გიგა ტყემალაძისთვის, გეგეშიძისთვის, გიგაურისთვის და ქართველი ამომრჩეველი არ დაუშვებს, რომ ამ ბნელ ძალას დაუჭიროს მხარი, რომლის სათავეშიც კახა კალაძეა. ის ქირაობს დარბაზს და წვრთნის ამ ადამიანებს. „ჯონი ბელქანია, ზვიად ჯგერენაია, დათო აბულაძე, მანუჩარ ქარდავა, თენგო ჭანია, ლექსო ლაშხია, დიმა ლაშხია, ნუკრი ლაშხია, ლელა ქებურია და სხვები - ეს არიან ის ადგილობრივები, რომლებიც კორცხელში კალაძის გამოგზავნილმა ბანდფორმირებამ სცემა. მათგან დიდი ნაწილი დღესაც საავადმყოფოში წევს. ეს საშინელი სისხლის ღვრა ახალი დამთავრებული იყო, როდესაც უბანზე ერთი ქალბატონი მოვიდა და მან პირდაპირ თქვა, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭრი იყო, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ აღარ აპირებდა რომ ამ პოლიტიკური ძალისთვის მიეცა ხმა. მან ყველას დაანახა როგორ შემოხაზა ხუთიანი. ამ ქალის საქციელმა კორცხელში მოგების რწმენა განმიმტკიცა. ჩვენ მოვიგებთ 8 ოქტომბრის არჩევნებს. ეს იციან ჩემმა კოლეგებმა უმრავლესობაში და სწორედ ამითაა გამოწვეული მათი მძიმე ნერვული ფონი“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)