|
2016-05-24 23:37:27, 650 ნახვა
პოლიტიკა
იურისტი პაატა აბულაძე ამბობს, რომ სამართალდამცველებს სპორტსმენების დაკავების უფლებას არ მისცემს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების ახლობლები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. შსს-ს შენობასთან რჩებინა მათი ახლობლები და ოჯახის წევრებიც. მათ ამ დროისთვის ახალგაზერდების ჯგუფი შეუერთდა, რომლებიც სკანდირებენ - „გამოუშვით, გამოუშვით!“ აქციაზე სიტყვით გამოვიდა "ქართული ოცნების" ყოფილი იურისტი, პაატა აბულაძე.რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ სპორტსმენები დაკავებულები იქნებიან, ის ბენზინს გადაისხამს. მისი თქმით, იგი არ მისცემს საშუალებას სამართალდამცავებს, რომ სპორტსმენები დააკავოს. სამინისტროსთან შეკრებილთა შორის კახა კალაძის სიძე იმყოფება. ამის შესახებ "რუსთავი2" -ის გადაცემა "არჩევანში" დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ასეთი გზით ვიცე-პრემიერი ძალოვან უწყებაზე ზეწოლას ახორციელებს. გადაცემა არჩევანში ადვოკატმა კობა კობახიძემ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სპორტსმენების გათავისუფლებას კახა კალაძის დის ქმარი, პაატა აბულაძე, ითხოვს. “გამოდის პაატა აბულაძე, რომელიც არის კახა კალაძის დის ქმარი, რომელიც ოცნების იურისტი იყო ჩემთან ერთად. სირცხვილია, რომ პაატა აბულაძე გამოდის და აცხადებს იმას, რომ მე სახელმწიფოს დავუდგები წინო და ამ ბიჭებს არ დავაჭერინებო. როგორ აიტანს ეს სახელმწიფო ამისთანა პირს, რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ არ მივცემ ამათი დაკავების უფლებასო, სირცხვილია, მე მრცხვენია. დღეს რაც ხდება, მე ასეთი არასდროს მომსწრებია. ბატონო ბიძინა, შეაჩერეთ ეს ხალხი. სახელმწიფო დგას საშიშორების წინაშე,“ - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)