|
2016-05-24 22:46:12, 713 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი ივანიშვილზე: დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი საშუალო ჭორვილელი გლეხი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ეს კაცი
"დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ საშუალო ჭორვილელი გლეხი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ეს კაცი" - ასე აფასებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მისი [ივანიშვილის] მხრიდან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებისას, სადაც ივანიშვილმა თქვა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა მას ეკუთვნის და არა მიხეილ სააკაშვილს. ყოფილი პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ მისთვის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის შეთავაზების შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც "ტყუილს" უწოდებს და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ ივანიშვილთან საუბრის დეტალებს იხსენებს. „ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მე მას შევთავაზე ძალიან დაყვავებით, მაგრამ მტკიცედ, იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ცივი უარი მივიღე. ეს კაცი არა მარტო გაუნათლებელია, არამედ განათლების მტერია. ახლა საუბრობს ახალ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებაზე, რომელიც როდესმე იქნება. მაგ კაცს დებილები ხომ არ ვგონივართ, რამდენი უნდა იძახოს, რომ რაღაც იქნება საოცარ მეოთხე წელის დაპირებებში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში".
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)