|
2016-05-24 18:15:44, 895 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა საინვესტიციო კონფერენცია - SEED Forum Tbilisi 2016 გახსნა
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველი მაია მელიქიძემ საინვესტიციო კონფერენცია - SEED Forum Tbilisi 2016 გახსნა და საინვესტიციო კომპანიებისა და სტარტაპკომპანიების წარმოადგენლებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის მრჩეველმა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზე, სექტორის განვითარების პრობლემებზე, მის ხელშეწყობაზე და აღნიშნულის განხორციელებაში ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მაია მელიქიძემ განაცხადა, რიგით მეორე საინვესტიციო კონფერენციაზე ინოვაციური იდეების მქონე სტარტაპკომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა წარსდგნენ პოტენციური ინვესტორების წინაშე და დაფინანსება მოიპოვონ. „მთავრობა მხარს უჭერს და უკვე შექმნა საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური სააგენტო, უნივერსიტეტებში შეიქმნა გარკვეული შესაძლებლობები, რომ განვითარდნენ ახალგაზრდები, შეიქმნა ტექნოპარკები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციური იდეები და სტარტაპები განვითარდეს და დაფინანსდეს. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ფორუმების ორგანიზება. მას მხარს უჭერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნორვეგიის საელჩო. „თავისუფალი უნივერსიტეტის" ბაზაზე არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტრეინინგი გაიარონ ადამიანებმა, რომლებსაც საინტერესო იდეები აქვთ, გარკვეული განათლება შეიძინონ, აიმაღლონ ცნობიერება. შემდეგ თავისი იდეა უფრო დახვეწონ, ჩამოაყალიბონ, და გამოიტანონ საზოგადოების წინაშე, ამ ფორუმის მეშევეობით", - განაცხადა მაია მელიქიძემ. მისი განცხადებით, დღეს 10 პროექტი იყო წარმოდგენილი, ფორუმს ესწრებოდა საერთაშორისო-სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, რომელიც ქმნის ხიდს და იდეის ბიზნესსექტორამდე მიტანის შესაძლებლობას. დღეს წარმოდგენილი იყო სამი ქვეყანა - აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი. შეიძლება ითქვას, რომ ფორუმს რეგიონული დატვირთვა აქვს.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)