|
2015-02-25 14:56:29, 973 ნახვა
ეკონომიკა
ბუცხრიკიძე: თითოეული მსესხებლისთვის, თანხის გადახდის ძველი გრაფიკის აღდგენას შევეცდებით
„ერთი კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად, თითოეული მსესხებლის შესწავლის შესაბამისად, შევეცდებით არსებულ რეალობას ფასის ახალი გადახდის გრაფიკი მოვარგოთ, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ეროვნულ ბანკში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, შეღავათები შეეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში, შემოსავალი კი, ლარში აქვთ. ბუცხრიკიძის თქმით, საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე საუბარი არ არის. „შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო. მას ყველა კომერციული ბანკის დირექტორები ესწრებოდნენ. ძირითადად რამდენიმე თემას შევეხეთ. ერთ-ერთი იყო კურსი, მეორე თემა ეხებოდა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხები აქვთ უცხოურ ვალუტაში, ხოლო შემოსავლები ლარში. კარგია, რომ ძირითადად სექტორი სამომხმარებლო სესხების უმეტესი ნაწილი ლარებშია. საუბარია მხოლოდ იმ ნაწილზე სამომხმარებლო სესხებისა, რომლებიც უცხოურ ვალუტაშია. ძირითადად ეს შეეხება იპოთეკურ სესხებს, რომლებიც უცხოურ ვალუტაშია და იმ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავლები ადგილობრივ ვალუტაში აქვთ. შევთანხმდით, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ინდივიდუალურად, თითოეული მსესხებლის ანალიზის შესაბამისად, შევეცდებით გავითვალისწინოთ რეალობა და არსებულ რეალობას ახალი გადახდის გრაფიკი მოვარგოთ. შევეცდებით, რომ თუ ადამიანი იხდიდა განსაზღვრულ რაოდენობას ყოველთვიურად, ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ აღვუდგინოთ ის გრაფიკი. საუბარი იქნება თითოეული მსესხებლის მიხედვით, რამდენად მოხდება გრაფიკის გაგრძელება, რომ ყოველთვიური გადახდები დაახლოებით იმ ფარგლებში დარჩეს, რაც ჰქონდათ რამდენიმე თვის წინ. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, მის შემცირებაზე საუბარი არ არის“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)