|
2016-05-24 11:24:46, 1542 ნახვა
ეკონომიკა
სამოხმარებლო სესხი თუ განვადება - რა უნდა იცოდეთ ამ საბანკო პროდუქტებით სარგებლობისას
ალბათ, ბევრი ჩვენგანი ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როდესაც კონკრეტული ნივთისა თუ მომსახურების შეძენისას არჩევანის გაკეთება გვიწევს ორ საბანკო პროდუქტს- სამომხმარებლო სესხსა და განვადებას შორის. რითი განსხვავდება ერთმანეთისგან სამომხმარებლო სესხი და განვადება, რომელი საბანკო პროდუქტით სარგებლობაა ფინანსურად უფრო მომგებიანი კონკრეტულ შემთხვევაში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ ორი პროდუქტით სარგებლობისას. ამ თემებზე თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ნინო მასურაშვილს ვესაუბრეთ. რა აქვთ საერთო და რით განსხვავდება ერთმანეთისგან სამომხმარებლო სესხი და განვადება? სამომხმარებლო სესხი და განვადება ორივე საბანკო პროდუქტია და ისინი სამომხმარებლო მიზნობრიობის სესხებს წარმოადგენენ. მათ შორის ძირითადი სხვაობა ის არის, რომ განვადების შემთხვევაში, თქვენთვის სასურველი ნივთის შეძენა პირდაპირ პარტნიორ მაღაზიაში შეგიძლიათ ისე, რომ არ დაგჭირდებათ ბანკში მისვლა. ნივთის საფასური პირდაპირ პარტნიორ კომპანიაში გადაირიცხება. სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში კი, თანხას ბანკში იღებთ ნაღდი ფულის სახით და შეგიძლიათ ის თქვენთვის სასურველი მიზნისთვის გამოიყენოთ, ასევე შეგიძლიათ სასურველი ლიმიტის მოთხოვნაც. სამომხმარებლო სესხი და განვადება ერთმანეთისგან სხვა პარამეტრებითაც განსხვავდება, კერძოდ:
რომელი საბანკო პროდუქტია უფრო მოქნილი და კომფორტული მომხმარებლისთვის: სამომხმარებლო სესხი თუ განვადება? ამ ჭრილში ორივე პროდუქტი მოქნილი და კომფორტულია, გააჩნია კლიენტის საჭიროებებსა და მოთხოვნებს. განვადების მოქნილობა, როგორც უკვე აღვნიშნე, იმაში მდგომარეობს, რომ ის ნაკლებ დროს მოითხოვს და მომხმარებელს არ უწევს ბანკში მისვლა. თუმცა, განვადებით სარგებლობისას, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ განვადებას თანხობრივი შეზღუდვა აქვს და ამ პროდუქტით სარგებლობა ნებისმიერი მიზნობრიობისთვის არ არის ხელმისაწვდომი. განვადება ხელმისაწვდომია როგორც ბანკის ფილიალელებსა და სერვის ცენტრებში, ასევე უშუალოდ მაღაზიებსა და მომსახურების ობიექტებში, რომელთა ჯამური რიცხვი 450-მდეა. სამომხმარებლო სესხის შემთხვევში, მომხმარებელი უნდა მივიდეს ბანკის ფილიალში ან სერვის ცენტრში. მისი აღება ინტერნეტ-ბანკითაც არის შესაძლებელი. სამომხმარებლო სესხის მიზნობრიობად შეიძლება განვიხილოთ ნებისმიერი რამ, ლიმიტიც გაცილებით დიდია. მომხმარებელი უფრო მეტად თავისუფალია აღებული თანხის განკარგვისას. რას ნიშნავს 0%-იანი განვადება? 0%-იანი განვადება მოიაზრებს ყოველგვარი დამატებითი ხარჯის (გაცემის, წინსწრებით დაფარვის და სხვა საკომისიოების) გარეშე განვადებას, მომსახურების ობიექტიდან გაუსვლელად. 0%-იანი განვადებით ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სასურველი ნივთი და მიიღოს მომსახურება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, 15 წუთში. რა პარამეტრები უნდა შევადაროთ ერთმანეთს სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად, როცა გვაქვს არჩევანი სამომხმარებლო სესხსა და განვადებას შორის ერთი და იმავე მიზნობრიობით ? სამომხმარებლო სესხსა და განვადებას შორის არჩევანის გაკეთებისას, აუცილებლად უნდა განვიხილოთ, რომელი მათგანი იქნება მომხმარებლისთვის უფრო ნაკლებ დანახარჯებთან დაკავშირებული. ამ დროს მომხმარებელმა შემდეგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს:
რას ნიშნავს სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და რატომ უნდა მიაქციოს მომხმარებელმა მას ყურადღება? ეფექტური საპროცენტო განაკეთი გვიჩვენებს კონკრეტული პროდუქტის ყიდვასთან დაკავშირებულ ყველა სავალდებულო ხარჯების სურათს. ეს პარამეტრი მოიცავს პროდუქტის ნომინალურ განაკვეთს + დამატებითი ხარჯებს, ისეთი როგორიც არის მაგალითად სესხის/განვადების შემთხვევაში გაცემის საკომისიო, ან დაზღვევის საკომისიო, ან ანგარიშიდან გატანის საკომისიო. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ეფექტური განაკვეთის საფუძველზე მიიღოს გადაწყეტილება, რადგან ის კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებულ სრულ ხარჯებს ასახავს. არის თუ არა საჭირო განვადების ან სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში უზრუნველყოფა და რა სახის? სესხის უზრუნველყოფა შეიძლება გამოხატული იყოს ორი ფორმით: თავდებობა და უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა კრედიტორის სასარგებლოდ. როგორც წესი, უზრუნველყოფა მოითხოვება შედარებით მაღალი სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში, სტანდარტულად, განვადების დროს ბანკი უზრუნველყოფას არ ითხოვს.
(R)
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



