|
2016-05-23 19:13:05, 567 ნახვა
საზოგადოება
მარგველაშვილი: საქართველო განაგრძობს ძალისხმევას, შექმნას პირობები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილთა ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნებისათვის
საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში მეორე მრგვალ მაგიდაზე სიტყვით გამოვიდა. გიორგი მარგველაშვილმა დევნილებთან მიმართებაში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება. „1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს მოუწია დაეტოვებინა საკუთარი სახლები, მტკივნეული კონფლიქტის შედეგად. რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიამ და საქართველოს ტერიტორიების შემდგომმა ოკუპაციამ შედეგად მოიტანა იძულებითი გადაადგილების ახალი ტალღა. საქართველოს მოსახლეობის 10% იძულებით გადაადგილებული პირია. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია მათ მისაღები საცხოვრებელი პირობები შევთავაზოთ. ამასთანავე, საქართველო ვალდებულებას იღებს გააგრძელოს საცხოვრებელი კომპლექსების შენების პროექტები და საარსებო წყაროს პროგრამები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ დევნილები თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს მშვიდობიანად და ღირსეულად უნდა დაუბრუნდნენ. „საქართველო აგრძელებს ძალისხმევას, რათა შექმნას პირობები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის, რომლის მიზანია შეამციროს შიდა გადაადგილება",-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი განცხადებით, საქართველომ უკვე მიიღო 3 500 - მდე თავშესაფართა მაძიებელი: ერაყიდან, უკრაინიდან, სირიიდან, ნიგერიიდან, კოტ დივუარიდან, სომალიდან - მიმდინარე ლტოლვილთა კრიზისის შედეგად. „ჩვენ ასევე ვგეგმავთ მოვიწვიოთ გარკვეული რაოდენობის დევნილი სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტებში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე. საქართველო პირობას დებს, ერთობლივად იმუშაოს, გაძლიერებული საერთაშორისო სტრუქტურისთვის, პროგნოზირებადი და სამართლიანი პასუხისმგებლობისთვის, ყველა საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებთან შეერთების გზით, რომლებიც აძლიერებენ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს. ჩვენ ვაგრძელებთ თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვას, ასევე მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ქვეყანაში",-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)