|
2016-05-22 22:14:08, 603 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჟვანია: კორცხელის თემში დღეს მომხდარმა ფაქტმა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საარჩევნო გარემოს
20:00 სთ-ზე საუბნო საარჩევნო კომისიები დაიხურა და დაიწყო საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი - ხმის დათვლის პროცედურები. საერთო ჯამში, საარჩევნო პროცესმა 45-ვე უბანზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. - ასე შეაფასა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს არჩევნების მიმდინარეობა. "კორცხელის თემში დღეს მომხდარმა ფაქტმა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საარჩევნო გარემოს. გამოძიება დაიწყო. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება დროულად დასრულდება და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან, ეს უნდა გახდეს მაგალითი და პრევენცია. საარჩევნო პროცესებში ძალადობის ადგილი არ არის. ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას მსგავს ინციდენტებს,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე. მან, საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 20:00 სთ-ის მდგომარეობით: გლდანში ამომრჩეველთა აქტივობამ წინასწარი მონაცემებით - 14,77% შეადგინა, გარდაბანში - 32,83%, კასპში - 47,97%, წყალტუბოში 55,99%, ოზურგეთში 56,94%, ხობში 50%, ხოლო ზუგდიდში - 64,19%. რაც შეეხება საჩივრებს, ამ ეტაპზე სულ შემოსულია 19 საჩივარი: უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიებში - 11 და საუბნო კომისიებში კი - 8. საჩივრები შეეხება მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზებს, რომლებზეც შესაბამისი საარჩევნო კომისია კანონმდებლობით დადგენილ ვადებში იმსჯელებს. - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)