|
2016-05-20 12:04:54, 571 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია ბაქოში გამართულ აგროფორუმზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენის „კასპიან აგრო 2016“ ფარგლებში გამართულ აგროფორუმს დაესწრო. უწყების ინფორმაციით, ფორუმში 30-მდე ქვეყნის ოფიციალური პირი და აგროსექტორის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ოთარ დანელიამ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველო-აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოში აგრარული მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ოთარ დანელიამ იმედი გამოთქვა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით საერთო პროექტების განხორციელება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას. ამასთან, მათივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჰეიდარ ასადოვმა ფორუმის მონაწილეებს ახალი პროექტი წარუდგინა, რომელიც სოფლის მეურნეობაში ანალიზის და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვას გულისხმობს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, მინისტრის პირველ მოადგილესთან ნოდარ კერესელიძესთან და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძესთან ერთად, შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ პირთან.
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
მოდელი პრესლი გერბერი, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - Rolling Stone
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)