|
2016-05-19 19:37:30, 749 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საფოსტო მარკის პრეზენტაცია მოეწყო
ევროპის დღეების ფარგლებში ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საფოსტო მარკის პრეზენტაცია მოეწყო. მარკა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ წარადგინეს. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოცხადდა, ასევე 2016 წელს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე, როდესაც საზოგადოებამ ერთხმად აიღო საგარეო პოლიტიკის და ქვეყნის განვითარების ევროპული გეზი-ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის საფოსტო მარკის გამოცემას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობას. "ევროპის დღეები გრძელდება. წელს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ სქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. ეს არის 25 წელი, რომელიც საქართველომ გაიარა ევროპულ სახელმწიფოებთნ ერთად, ევროკავშირთან ერთად. ჩვენ დღეს ბევრად უფრო ახალ საფეხურზე ვართ ამ ურთიერთობაში. ვფიქრობ, ეს მარკა ძალიან კარგად გამოხატავს საქართველოს მისწრაფებას, რომ დაუბრუნდეს თავის ოჯახს",-განაცხადა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ. ღონისძიების ფარგლებში "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" მიერ გამოცემული წიგნის "საქართველო და ევროკავშირი-განვითარებისა და რეფორმების კვალდაკვალ" და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი "ჰერას" მიერ მომზადებული აუდიო წიგნის "NATO და ევროკავშირი- საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები" პრეზენტაციას მოეწყო. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. პროექტის მხარდამჭერები არიან: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხრებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფოსტა, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, თბილისის საკრებულო და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
მოდელი პრესლი გერბერი, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - Rolling Stone
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)