|
2016-05-19 13:37:33, 634 ნახვა
საზოგადოება
ურბანული განვითარების პრობლემებზე, ხვალ თბილისში კონფერენცია გაიმართება
თბილისში გადატვირთული საგზაო მოძრაობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე ხვალ თბილისში კონფერენცია გაიმართება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტიდან აცნობეს. კონფერენცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ ინიციატივით იმართება. მათივე ინფორმაციით, კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი დეივიდ სტოუნჰილი და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ ხელმძღვანელი თამარ ქაროსანიძე გახსნიან. „20 მაისს თბილისში, მულტიმედია განათლების ცენტრში (ალექსანდრე ჭავჭავაძის ქ. 10ა) 10:00 სთ-ზე გაიმართება კონფერენცია: „თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევები: დიალოგი ეფექტიანი პოლიტიკისათვის“. კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი დეივიდ სტოუნჰილი და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ ხელმძღვანელი თამარ ქაროსანიძე გახსნიან. კონფერენციაზე განხილული იქნება თბილისში გადატვირთული საგზაო მოძრაობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზების საკითხები, აგრეთვე ქალაქში საგზაო უსაფრთხოების, ქაოტური მშენებლობებისა და მწვანე საფარის შემცირების კუთხით არსებული მდგომარეობა. მოხსენებებით წარდგებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, აგრეთვე მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები. გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე კონკრეტულ რეკომენდაციებს წარადგენენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების - „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „მწვანე ალტერნატივას“, „CRRC – საქართველოს“ და „თბილისის ტრამვაის“ - წარმომადგენლები. გარდა ამისა, დაგეგმილია შვედეთის სატრანსპორტო ადმინისტრაციის ექსპერტის და ფრანგული კომპანია „სისტრას“ ექსპერტის მოხსენებები. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის საკრებულოს დეპუტატები. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგს ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს შორის თბილისის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის პროცესში. მიუხედავად ბოლო წლებში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებისა, საქართველოს დედაქალაქი კვლავაც რამდენიმე სისტემური პრობლემის წინაშე დგას: გადატვირთული საგზაო მოძრაობა, საგზაო შემთხვევები და მოუწესრიგებელი მოძრაობა, და ქაოტური მშენებლობები, რომელსაც თან ახლავს მწვანე სივრცის შემცირება. ეს პრობლემები სერიოზულად აუარესებს თბილისში ცხოვრების სტანდარტებს, აფერხებს მისი მდგრადი განვითარების პერსპექტივებს და ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ჯანდაცვას და ქალაქის ეკონომიკას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)