|
2016-05-16 12:29:46, 608 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ. კაბელების საქმის პროკურორი: გამამტყუნებელ განაჩენს ალტერნატივა არ ჰქონდა
გამამტყუნებელ განაჩენს არ ჰქონდა ალტერნატივა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ კაბელების საქმის პროკურორმა, თამარ აღლემაშვილმა განუცხადა . როგორც აღლემაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ბრალდებამ საქმეზე უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა და გამამტყუნებელ განაჩენს ალტერნატივა არ ჰქონდა. “სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალმდებლებმა წარვადგინეთ ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევის შემდეგ გამამტყუნებელ განაჩენს არ ჰქონდა ალტერნატივა. დაცვის მხარის არგუმენტები და მტკიცებულებები ძირითად შემთხვევაში იყო საქმესთან შემხებლობაში არ მყოფი და იყო აბსურდული, რასაც ობიექტური მოსამართლე ვერ გაიზიარებდა საქმეში. მოსამართლის გადაწყვეტილებასთან მიმართებით უნდა ითქვას, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არის დადასტურება იმისა, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო ქვეყანაში ადეკვატურად პასუხობს საჯარო მოხელეების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს”, - განაცხადა პროკურორმა. საქმის პროკურორმა დაცვის მხარის განცხადებას, რომ საქმეში არ არსებობს მოტივი აბსურდული უწოდა. მისი თქმით, მოსამართლე მსგავს საფუძველმოკლებულ განცხადებებს ვერ გაიზიარებდა, რადგანაც ყველა მაკვალიფიცირებელი მიზანი, მოტივი და სხვა ნიშანი, რაც არის აუცილებელი, რომ მოსამართლემ დაადგინოს განაჩენი სახეზე იყო. "მტკიცებულებებმა მათი ბრალეულობა დაადასტურა და შესაბამისად მოსამართლის გადაწყვეტილება არის უალტერნატივო, ლოგიკური და ადეკვატური. მთავარი პროკურორი იყო ინფორმირებული საქმის მსველობასთან დაკავშირებით უშუალოდ პროკურორებისგან და პროკურატურას, ჩვენ მას შემდეგ რაც წარვადგინეთ მტკიცებულებები გვქონდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის იმედი, სხვა შემთხვევაში პროკურატურა საქმეს არ წაიღებდა სასამართლოში”, - აღნიშნა ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა. თამარ აღლემაშვილმა საზოგადოებას ის მთავარი მტკიცებულებები შეახსენა, რის საფუძველზეც დღეს სასამართლო სხდომაზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. "ძირითადი მტკიცებულებები იყო დოკუმენტალური მტიკიცებულებები, რომელსაც როგორც წესი აქვს უტყუარობის რანგი და ხარისხი. სწორედ ეს გახდა მოსამართლის გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, ამ დოკუმენტებთან მიმართებაში იყო ჩატარებული არაერთი ექსპერტიზა. მერწმუნეთ, მოსამართლეს უბრალოდ არ ჰქონდა შესაძლებლობა ამ მტკიცებულებების საფუძველზე, რომ არ გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი”, - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრადებულებს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავება. ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. ცნობისთვის, საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)