14:13 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 09:42:54, 880 ნახვა

სამართალი
გურიაში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლაშა დ. და 1992 წელს დაბადებული დავით ლ. ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ღამით, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები ფეხით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ, ლაშა დ.-ს პირადი ჩხრეკისას, გადაჭრილი სანადირო ორლულიანი თოფი, ე.წ. „აბრეზი“ 2 ვაზნით, ხოლო დავით ლ-ს პირადი ჩხრეკისას - გადაჭრილი სანადირო ერთლულიანი თოფი, ე.წ. „აბრეზი“ 1 ვაზნით ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით“,-აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდა
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი- STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics