|
2016-05-14 13:20:17, 595 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: იტალია მზად არის საქართველოს მხარი დაუჭიროს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვია. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შედგა მინისტრის მოადგილის ორმხრივი შეხვედრები იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბენედიტო დელა ვედოვასთან, იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ფაბრიციო ჩიკიტოსთან, ასევე, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების დიპლომატიურ მრჩევლებთან მარკო პერონაჩისთან და ალფრედო დურანტესთან. უწყების ცნობით, იტალიურ მხარესთან გამართული შეხვედრების დროს ფართოდ იქნა მიმოხილული საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ისაუბრეს ურთიერთობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და განათლების სფეროებში. აღინიშნა, რომ სამომავლოდ მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს-პროექტების განხორციელებას. იტალიურ მხარესთან გამართული შეხვედრების დროს, ასევე ფართოდ იქნა მიმოხილული საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები. იტალიურმა მხარემ გამოხატა სრული მზაობა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში. აღინიშნა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ეკონომიკური და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების კუთხით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში საქართველოს სასარგებლოდ ცვლილებების დროულად შეტანის აუცილებლობას. შეხვედრებზე ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები. იტალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. იტალიის საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრების დროს მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა იტალიის პარლამენტს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებული წესით რატიფიცირებისთვის. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაში საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მსგავსად, იტალიის პარლამენტშიც შეიქმნება საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვნად წაადგება საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)