|
2016-05-12 18:29:06, 798 ნახვა
სამართალი
ქართულ საგამოძიებო ჯგუფში აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენლები ერთვებიან
საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ ფლავიენ მბატას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ თავდაცვის სამინისტროს მიერ შემქნილ საგამოძიებო ჯგუფში, ცენტრალური აფრიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის ჩართვა იყო. საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვნებზე უცხოელი სამხედროების შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებს იძიებს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შესაბამისი კანდიდატურა უკვე შერჩეულია და ქართულ მხარე მის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიიღებს. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ საგამოძიებო ჯგუფი საქართველოდან ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრება. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ივნისის დასაწყისში ის ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართავს შეხვედრებს და მისთვის მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის პირველადი შედეგების შესახებ გაეროს ინფორმაცია მიაწოდოს. როგორც უწყებაში აცხადებენ, უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალურ აფრიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა 29 იანვარს გააკეთა. რის შემდეგაც, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 9 კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის, გენერალური ინსპექციის, სამედიცინო დეპარტამენტის, ასევე , საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტი შედიან. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოძიების პროცესში დამხარება სთხოვა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გაეროს ცენტრალურ ოფისსა და ცენტრალურ აფრიკაში გაეროს წარმომადგენლობას. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციას „ექიმები საზღვრებს გარეშე“ და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, იუსტიციის სამინისტროებს და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პროკურატურას. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მაისის ბოლოს გაემგზავრება.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)