|
2016-05-11 15:55:54, 598 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოს უსაფრთხოება გადის ერთადერთ გზაზე, ეს გზა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაა
საქართველოს პრემიერი ქართულ- ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, საქართველოს უსაუსაფრთხოება და მოქალაქეების მშვიდი ძილი გადის ერთადერთ გზაზე და ეს გზა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაა. კვირიკაშვილის შეფასებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ატეხული აჟიოტაჟი უადგილოა. „საქართველოში პოლიტიკური რეალობა შეიცვალა იმ კუთხით, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი გარდამავალი პერიოდი გაიარა. ამ პერიოდის განმავლობაში დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაუმჯობესდა ეკონომიკური განვითარებაც, ახლა ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა წინასაარჩევნო გარემო. ამ გარდამავალ პერიოდში სხვადასხვა გადაწყვეტილებები, რომელიც გენერალურ, სტრატეგიულ ხაზს არის აცილებული, ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავარია, როგორი იქნება ქვეყნის განვითარების ვექტორი და ამ კუთხით შეკითხვები არ არსებობს. პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას მართავს, არაა მუდმივი ორგანიზმი, ეს არის განახლებადი და ამ განახლების პროცესში ვიმყოფებით. ყველანაირი ვაი-ვიში, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებითაა ატეხილი, აბსოლუტურად უადგილოა და ემსახურება მხოლოდ საკუთარი თავის პოლიტიკურად დამკვიდრების მცდელობას და აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ვინც უაზრო კორიანტელი ატეხა ამ საკითხის გარშემო, შეხედოს ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. საქართველოს უსაფრთხოება, ჩვენი მოქალაქეების მშვიდი ძილი გადის ერთადერთ გზაზე და ეს არის თანამშრომლობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი სწავლება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)