01:23 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 15:45:41, 600 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურაშვილი და ლევან დავითაშვილი გორისა და ქარელის რაიონებიდან ჩამოსული, სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვდნენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 6 მაისს გორისა და ქარელის რაიონის სოფლები ძლიერი სეტყვისგან მნიშვნელოვნად დაზარალდა. გორის რაიონში დაახლოებით 6500, ხოლო ქარელის რაიონში 1200 ჰექტარზე დაზიანდა როგორც ერთწლოვანი, ასევე მრავალწლოვანი ნარგავები და ნათესი ფართობები.

უწყების ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში დასრულების სტადიაშია დაზარალებული მოსახლეობის სახელობით სიებზე მუშაობა, რომლის შემდეგაც თითოეული დაზარალებული, დახმარების სახით, შესაწამლ პრეპარატებს მიიღებს.  დაზიანებული ფართობების შესაბამისი შხამ-ქიმიკატებით აგროვადებში დამუშავება, გლეხებს საშუალებას მისცემს შესაძლებლობის ფარგლებში  ნარგავები და ნათესი ფართობები გადაარჩინონ.

„გასული ორი დღის მანძილზე, ადგილებზე, ოპერატიულად შევისწავლეთ ვითარება. განსაზღვრულია ჩვენი სამინისტროს მოქმედების პერიმეტრი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაზარალებული მოსახლეობა უახლოეს დღეებში მიიღებს დახმარებას შესაწამლი საშუალებების სახით“, - აღნიშნა გოჩა ცოფურაშვილმა დაზარალებულებთან შეხვედრაზე.

შეხვედრაზე სოფელ ქვეშში სარწყავი სისტემის მოწყობის საკითხზეც ისაუბრეს. უახლოეს მომავალში საზღვრისპირა სოფლებში დაახლოებით 700 მეტრამდე სარწყავი არხის მშენებლობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ დაიწყებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics