|
2016-05-10 14:22:55, 578 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური „რესპუბლიკელებზე“: „ქართულ ოცნებას“ შანტაჟის გზით ბევრი ისეთი გადაწყვეტილება მიაღებინეს, რომელმაც ქვეყანა დააზარალა
„ვინ ეკითხება ლევან ბერძენიშვილს, ან მეორეს, სად წავალ და ვის გარიცხავენ და ვის არ გარიცხავენ, არავის თითის დასაქნევი არ მაქვს, შიგნით იქნება, თუ გარეთ“,-ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი თამაზ მეჭიაური მასთან დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებებს. მეჭიაურის თქმით, „რესპუბლიკელებმა“ თავის დროზე „ქართულ ოცნებას“ შანტაჟის გზით ბევრი ისეთი გადაწყვეტილება მიაღებინეს, რომელმაც პარტიაც და ქვეყანაც დააზარალა: „ჯერ ერთი ვინ ეკითხება ლევან ბერძენიშვილს, ან მეორეს, სად წავალ და ვის გარიცხავენ და ვის არ გარიცხავენ, არავის თითის დასაქნევი არ მაქვს, შიგნით იქნება, თუ გარეთ. ამას ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა. მეორე, ამით ისინი აკეთებენ იმის ილუსტრირებას, რომ თავის დროზე “ქართულ ოცნებას” ისინი იყენებდნენ, როგორც სატელიტ პარტიას და მაქსიმალურად ჩაიგდეს სადავეები ხელში, ფაქტობრივად, შანტაჟის გზით ბევრი გადაწყვეტილება მიაღებინეს ისეთი, რომელმაც მთლიანობაში ქვეყანაც დააზარალა და „ქართული ოცნებაც“. თუ სადმე „ქართული ოცნების“ რეიტინგის კლებას აქვს ადგილი, ეს მათი დიდი დამსახურებაა, იმდენად რამდენადაც, მათთან ასოცირდება, ადრე უწოდეს ამ პარტიას, ფითრის როლს ასრულებსო, ხეს მოეკიდებიან, ხე ხმება, ის კიდევ მწვანეა. ასე უნდათ კიდევ სადღაც გადაინერგონ”,-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა მეჭიაური მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თამაზ მეჭიაური „ქართულ ოცნებას“ ისევ ისე დაღუპავს, როგორც საკუთარ თავს ღუპავს. „მაინტერესებს, ამ დაუოკობელ კაცს ვინმე გააჩერებს თუ არა? თვითონ რომ არ გაჩერდება, ეს მესმის. მეჭიაური პირობებს ნუ გვიყენებს, რადგან ჩვენ პარტია ვართ, მეჭიაური კი ადამიანია, რომელთა შორის დიდი განსხავავებაა. ისტორიის მანძილზე, პარტიას მოპოვებული აქვს რაღაც, მეჭიაურმა რა მოიპოვა და რა ავტორიტეტი აქვს, ეს არ მკითხოთ და არ მითხრათ, რომ ნატოში მის ბიოგრაფიას სწავლობენ. ის საფინანსო ინსპექციის დონეზე ავიდა და ერთხელ ინსპექტორიც კი იყო, მაგრამ ნატოში ამ კაცის შესწავლას არ დაიწყებენ. მისი პირობები სასაცილოა. საერთოდ, ის იუმორისტულ ფიგურად ყალიბდება და ვიცინებდით, რომ სერიოზული არ იყოს ის, რასაც ამბობს. მან ამერიკასა და ბრიტანეთს შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან ეს ქვეყნები გვეხმარებიან და მათ ტექნიკა ჩამოიტანეს. ჩვენ ვამბობთ, არ გვინდა ამერიკისა და ბრიტანეთის პარტნიორობა, მეჭიაურის გვირჩევნია. რაში მადარდებს, მეჭიაური სიაში იქნება თუ არა?ის იმ პარტიას დაღუპავს, ისევე როგორც თავს იღუპავს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)