|
2016-05-10 12:21:27, 615 ნახვა
პოლიტიკა
იან ჰამაჩეკი: ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამაჩეკი იმყოფება. ჰამაჩეკი დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. იან ჰამაჩეკის თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს: “მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს ვმართავთ, რომელზეც ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ მომავალზე. ჩვენ ვუჭერდით და მყარად დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს და ყველაფერს გავაკეთებთ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს დასახმარებლად. საქართველო ელის ვიზალიბერალიზაციას და აქტიურად მუშაობს ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.მუშაობა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ჩეხეთი საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს“,-აღნიშნა იან ჰამაჩეკიმ. ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე საქართველოს ხვალ დატოვებს.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)