|
2016-05-09 18:18:01, 551 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: დღეს არ გვაქვს საქმე იმ შემთხვევასთან, როდესაც ვინმე გადადგომას ან გადაყენებას აპირებს
დღეს არ გვაქვს საქმე იმ შემთხვევასთან, როდესაც ვინმე გადადგომას ან გადაყენებას აპირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფშვილმა განუცხადა. როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, "რესპუბლიკური პარტია" ისევ იმ კურსს მიყვება, რომელიც თვენახევრის წინ განაცხადა. „მე ვფიქრობ, „რესპუბლიკური პარტია“ მიყვება თანმიმდევრულად იმ კურსს, რაც გაცხადდა თვენახევრის წინ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ არჩევნებზე პარტია მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად. რაც შეეხება უმრავლესობასა და მთავრობაში ყოფნას, ეს დამოკიდებულია ჩვენ გადაწყვეტილებაზე, ერთის მხრივ და პრემიერის გადაწყვეტილებაზე, მეორეს მხრივ. პირველივე კონკრეტულ თემაზე შორს მიმავალი დასკვნების გაკეთებას არავის ვურჩევ“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, პარტიის განცხადებაში, რომელიც 27 მარტს გამოქვეყნდა, ძალიან მკაფიოდ წერია - "მთავრობაში ვიდრე შევძლებთ ყოფნას და ჩავთვლით, რომ ეს შესაძლებელი და საჭიროა, ვიქნებით". „ამასობაში, საარჩევნო კამპანიის მოახლოებისთანავე, თავად კანონი უკრძალავს მინისტრებს თანამდებობის შენარჩუნებას. მეორე მხრივ, ვთქვი, რომ პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია მთავრობის შემადგენლობის საკითხები. არ მგონია, რომ დღეს გვაქვს საქმე იმ შემთხვევასთან, როდესაც ვინმე გადადგომას ან გადაყენებას აპირებს. კონკრეტული საკითხი, რასაც მოჰყვა საჯარო განცხადება პრემიერ-მინისტრის მხირდან, არის კონკრეტული საკითხი. მოხარული ვარ, რომ ამ კონკრეტულ საკითხში პრემიერ-მინისტრი და „რესპუბლიკელი“ მინისტრი ზაქარეიშვილი, ისევე როგორც „რესპუბლიკელები“, ვართ ერთ აზრზე და ვამბობთ - იმ განცხადებებს, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენ განცხადებულ კურსს, მინისტრ ზაქარეიშვილის, ხედაშელის, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილის, თავმჯდომარის მოადგილე კობახიძის, „ქართული ოცნების“ სხვა წევრების არაერთხელ გაცხადებულ კურსს, როგორმე უნდა გავუმკლავდეთ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ვისაც ამ კურსთან აქვს პრობლემა, პირველ რიგში, ის ხალხია ჩამოსაყალიბებელი, იდეურადაც და პოლიტიკურადაც. „თანამოაზრეები ვინც ვართ ამ საქმეში, უნდა დავრჩეთ თანამოაზრეებად, ერთად ვიქნებით მთავრობაში, თუ სხვაგვარად მოხდება უახლოეს მომავალში, არჩევნევამდე, თუ არჩევნების შემდეგ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)