|
2016-05-09 16:40:24, 552 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: პრემიერი ფორმალურად კი არ უნდა ემიჯნებოდეს მეჭიაურს, არამედ გარიცხული უნდა იყოს პარტიიდან
„ის ფორმალურად კი არ უნდა ემიჯნებოდეს მეჭიაურს, მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს პარტიიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, მეჭიაურმა მყისიერად დაუჭირა მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გააკრიტიკა. „მეჭიაურმა მყისიერად დაუჭირა მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, რომელმაც „რესპუბლიკელი“ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გააკრიტიკა რამდენიმე დღის წინ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დუმს რამდენიმე დღეა, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებულია, რა შეტევა მიმდინარეობს საქართველოს საგარეო კურსზე. როდესაც რამდენიმე დღის დუმილის შემდეგ „რესპუბლიკელმა“ მინისტრმა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ მას მეჭიაურის განცხადება კი არ აკვირვებს, მას პარტია „ქართული ოცნების“ დუმილი აკვირვებს, დღეს გამოეხმაურა ამ თემას პრემიერი კვირიკაშვილი და თქვა, რომ მეჭიაურის ხაზი არ არის „ქართული ოცნების“ ხაზი, ეს გასაგებია, მაგრამ ნუ მას ძალიან აკვირვებს და არ მოსწონს მისი „რესპუბლიკელი“ მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადება. კვირიკაშვილს თუ იმისი სურვილი და იმედი აქვს, რომ განაახლოს „ქართული ოცნება“. ვფიქრობ, შესაძლებლობა ამისი, როგორც ჩანს არ აქვს. ის კი არ უნდა ეფერებოდეს, ან ფორმალურად ემიჯნებოდეს მეჭიაურს, მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს პარტია „ქართული ოცნებიდან“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)