|
2016-05-09 11:16:14, 594 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს დანიელ მიტოვს და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატაინი-დრაგონის შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ევროსაბჭოს უმაღლეს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილების გამო, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს მიუთითებს და რუსეთის ფედერაციას პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას, რომ დაიცვას იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები, როგორც ქართულ ენაზე განათლების მიღების, ისე საკუთრებისა და ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილების კუთხით. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროსაბჭოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკა აქტუალურად იყოს წამოწეული - განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, რადგან როგორც ცნობილია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არცერთ საერთაშოისო ორგანიზაციას ეძლევა ადგილზე შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2016 წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად დამტკიცდა. მისი მიზანია გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე გატარების მიზნით, ასევე ხელი შეუწყოს ქვეყანას ინსტიტუტებისა და მათი საქმიანობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში. ევროსაბჭოს დელეგაციის მიერ აღინიშნა, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ევროპის საბჭოს საქართველოსთვის დამტკიცებული წინა სამოქმედო გეგმა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესში ამ თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას, მედიის მდგომარეობას და საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)