|
2016-05-09 09:41:39, 512 ნახვა
პოლიტიკა
ჰოლ ჰოლი: პროვოკაციებზე თუ ვისაუბრეთ, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს შეთანხმება სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის
საქართველოში დაგეგმილი ქართულ-ამერიკული წვრთნები პროვოკაციას არ წარმოადგენს, - ასე გამოეხმაურა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმად, უწყება დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლება პროვოკაციად მიიჩნევს. როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული წვრთნები მეგობრობისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის მაგალითია. „ამაყი ვარ, რომ ბრიტანეთის მთავრობა, დადეგმილ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში 150 სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის. ჩვენ ვაფასებთ სახმედრო პარტნიორობას საქართველოსთან. თქვენს ქვეყანას განუზომელი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ არ ვთვლით, რომ წვრთნები პროვოკაციას წარმოადგენს. ჩვენ მას აღვიქვამთ როგორც მეგობრობისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც იმედი გვაქვს, კიდევ უფრო გაღრმავდება. პროვოკაციებზე თუ ვისაუბრეთ, მინდა ვთქვა, რომ, ჩემი მოსაზრებით, ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ბოლოდროინდელი შეთანხმება, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთ შორის“, - განაცხადა ჰოლ ჰოლმა.
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)