|
2016-05-08 14:18:33, 587 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: მე ვარ იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ხვალიდენლი წუთი იბადება
„მე ვარ იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ხვალიდელი წუთი იბადება“ ,-ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონკურსის „მე და კონსტიტუცია“ -ს ფინალისტებს. საქართველოს პრეზიდენტმა კონკურსით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პროექტში მონაწილეობით მოსწავლეები თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ქმნიან და ქვეყნის ძირითად კანონს აცოცხლებენ, რაც სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. „სახელმწიფოს მშენებლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ჩართულობა და ის ძირითადი თამაშის წესებია, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ და ვმუშაობთ - ეს არის ჩვენი კონსტიტუცია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად იყოს ჩართული ქვეყნის შექმნაში და ამას არ აკეთებდეს მარტო პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მათავრობა. პოლიტიკოსები, რომლებსაც დავალებას არ აძლევს ხალხი და საზოგადოება, იკეტებიან თავიანთ ურთიერთობებში და ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ რა დავალება აქვთ ხალხისაგან და საზოგადოებისაგან მიღებული. ამ ურთიერთობის პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, როდესაც თითოეული მოქალაქე ქმნის ერთიან ქვეყანას, არის კონსტიტუცია. თქვენ დღეს ამ დოკუმენტს აცოცხლებთ. კონსტიტუცია თქვენს ხელში ცოცხალი დოკუმენტი ხდება, რომელიც მხოლოდ კრიზისულ სიტუაციაში კი არ გამოიყენება, არამედ არის ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ ყველა ერთად ვახერხებთ, ვიყოთ აქტიური მოქალაქეები - გავაკონტროლოთ პოლიტიკოსები, დავიცვათ ჩვენი და სხვისი უფლებები, პატრიოტული მიზნები და ღირებულებები შევიტანოთ ჩვენს ყოველდღიურობაში. ამას აკეთებთ დღეს თქვენ, რადგან თქვენ მასში თქვენს შემოქმედებას დებთ. პოლიტიკურად ეს ერთერთი მნიშვნელოვანი პროცესია, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. თქვენ დღეს ფიქრობთ ხვალინდელ საქართველოზე. მე ვარ იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ხვალინდელი წუთი იბადება. მე მინდა ვიგრძნო თქვენგან, რომ თითოეული თქვენგანი, ხვალაც იქნებით თავისუფალი ადამიანის მიერ თავისუფალი ქვეყნის შექმნის პროცესის მონაწილე. მე ვცხოვრობდი საბჭოთა კავშირში, ჩემმა თაობამ შეძლო ის, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახადა, თავისი პრობლემებითა და სირთულეებით, ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობა, მაგრამ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე კიდევ ნაბიჯი გადასადგმელი და მე მჯერა, რომ თქვენი თაობა ჩვენი თანამონაწილეობით შეძლებს თავისუფალი საქართველოს შექმნას", - მიმართა პრეზიდენტმა ფინალისტებს. ცნობისთვის, პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს და მიზნად საქართველოს კონსტიტუციის პოპულარიზაციას ისახავს.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)