|
2016-05-07 18:10:29, 569 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ფაქტების დამახინჯებული ინტერპრეტაცია სისტემურ ხასიათს იძენს
ფაქტების დამახინჯებული ინტერპრეტაცია და მსგავსი ფოკუსირებული შემოტევები სულ უფრო სისტემურ ხასიათს იძენს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. უსუფაშვილის განცხადებას, რომელიც მისი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: „კითხვები გაჩენილა იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ჩემი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და რატომ გაჟღერდა ეს სიტყვები სწორედ 4 მაისს, როდესაც ფოთის პორტში ამერიკული ტანკები გადმოიტვირთა ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად. განვმარტავ: 1. ჩემი განცხადება გაკეთდა არა ამერიკული ტანკების ფოთში გადმოტვირთვის დღეს და გამო, რასაც თავისთავად მივესალმები, არამედ საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილეს აღნიშვნის დღეს და ამ მოვლენისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე. 2. მე ვთქვი და კვლავაც ვადასტურებ, რომ საქართველოს ყოველ ჯარისკაცს, ყოველ მოქალაქეს და ყოველ პოლიტიკოსს, ამგვარი თარიღის აღნიშვნისას სიმაყესთან ერთად ტკივილიც გვეუფლება, ვინაიდან ჩვენი მთავარი სახელმწიფოებრივი მისია შეუსრულებელია - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იმ საზღვრებში, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და კონტინენტის ყველა სახელმწიფოს მიერ, გარდა ერთისა, დარღვეულია სამხედრო ოკუპაციის გამო. 3. კონფლიქტის მოგვარებაში შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე ცალმხრივად უარის თქმა, რასაც იურიდიული ძალა სწორედ საქართველოს მოქმედმა პარლამენტმა შესძინა, არ ნიშნავს იმას, რომ შეიარაღებული ძალების საზეიმო ღონისძიებაზე არ გავიხსენებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს ან ქართული ჯარი შეწყვეტს სამშობლოს დაცვაზე ზრუნვას. 4. მე მადლობა მოვახსენე ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, რადგან სხვა ქვეყნის თვითმფრინავების მიერ საქართველოს დაბომბვა სწორედ მათმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ შეაჩერა და, სამწუხაროდ, მომავალშიც გვესაჭიროება მათი დახმარება მსგავსი მოვლენების პრევენციისთვის.
5. მე იმედი გამოვთქვი, რომ ქართველი ჯარისკაცები და ოფიცრები ჩვენი პარტნიორების დახმარებით კიდევ უფრო აიმაღლებენ კვალიფიკაციას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რათა უკეთ შეასრულონ თავიანთი მისია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით მოქმედ მისიებში საზღვარგარეთ. სინამდვილეში, არც არაფერი იყო განსამარტი და საკითხავი თუ არა თითიდან თემის გამოწოვის პროპაგანდისტული საჭიროება... მე, ჩემი მხრიდან, არ მაქვს კითხვები იმ ადგილობრივ და უცხოელ პოლიტიკურ ოპონენტებთან, რომელთა ხმაშეწყობილი რიტორიკა, ფაქტების დამახინჯებული ინტერპრეტაცია და მსგავსი ფოკუსირებული შემოტევები სულ უფრო სისტემურ ხასიათს იძენს - აქ ყველაფერი ნათელია", - ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)