|
2016-05-07 12:49:53, 807 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება
დღეს, საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის „მეორე რეგიონალური განვითარების პროექტის" დამატებითი დაფინანსების მიზნით, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც საქართველოსთვის 9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, პროექტი იმერეთში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციის, აგრეთვე ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას ისახავს მიზნად. დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, ვანის მუზეუმის, მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ქალაქ წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაა გათვალისწინებული. შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი დაესწრო. დღეს, ასევე, გაფორმდა საპროექტო ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა მოაწერეს ხელი. „მნიშვნელოვანია, რომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის ფინანსური მხარდაჭერა ხელს შეუწყობს იმერეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაჩქარებას და ახალი პროექტების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია წყალტუბოს და ვანის ურბანული განახლება, ტურისტული ადგილებისა და მასთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგაც, აღნიშნული ადგილები უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც უცხოელი სტუმრებისთვის, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის, ასევე, გაიზრდება კერძო ინვესტიციებს მოზიდვის შესაძლებლობაც. მოხარული ვარ, რომ მსოფლიო ბანკი ასე აქტიურად განაგრძობს ჩვენი ქვეყნის რეგიონების საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერას" , - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. მსოფლიო ბანკის ძალისხმევით საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და სტაბილურ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას რეგიონებში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წახალისებას. „პროექტის მთავარი ბენეფიციარები არიან იმერეთის მცხოვრებნი და ტურისტები, რომლებიც ისარგებლებენ განახლებული ინფრასტრუქტურით. პროექტის მიზანია, კერძო ინვესტიციების მოზიდვა, სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელშეწყობა, ადგილობრივი ბიზნესის გამოცოცხლება და რეგიონული ტურისტული მარშრუტების შექმნა. აღნიშნული ღონისძიებების მეშვეობით, მოსალოდნელია რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება", - აღნიშნა მერსი ტემბონმა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)