09:24 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 12:38:38, 628 ნახვა

პოლიტიკა
„ვუპირისპირდები დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემას“ - გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

გიორგი ვაშაძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და პარტიის ლიდერებს გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბშვილს და დავით ბაქრაძეს უპირისპირდება. მისი თქმით, ის უპირისპირდება დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემას.

როგორც გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი ახალი მოძრაობის შექმნას გეგმავს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ ამომრჩველები ელოდებოდნენ ინოვაციებს, ახალი ტიპის იდეებს და ინიციატივებს, მაგრამ ეს არ განხორციელდა. ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი, ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც, მისი ბუნებიდან გამომდინარე, თავად არის მოკავშირე ივანიშვილის  მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისვე თქმით, კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.

"მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში, ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილების მიღების ახალი მექანიზმებით.

მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, საზოგადოებას ვისთან ერთადაც ვიბრძოდით ძლიერი, წარმატებული ქვეყნის მშენებლობითვის, დროა გავერთიანდეთ და დავიწყოთ რეალური ბრძოლა ახალი საქართველოსთვის!”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics