|
2016-05-04 18:15:27, 784 ნახვა
საზოგადოება
გივი კუბლაშვილმა კრწანისი - შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდინარე სამუშაოები ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის განცხადებით, გზის მშენებლობა არ შეჩერებულა და არც მისი ძირითადი კონტური და მიმართულება არ შეცვლილა. „გზის ძირითადი კონტური და მიმართულება არ შეცვლილა. მოხდა მხოლოდ გზის ღერძის გადატანა. ეს შეეხო მხოლოდ 5 კილომეტრიდან ერთ მესამედს, ანუ დაახლოებით ორ კილომეტრამდე მონაკვეთს, რომელმაც გადაიწია ფერდობის მხარეს. აქედან გამომდინარე, მოხდა ქანობის დაწევაც, რომელის საშუალებითაც ამ გზაზე გადაადგილება უფრო მარტივი იქნება“,- განაცხადა გივი კუბლაშვილმა. მისივე თქმით, ახალი კონტრაქტის მიხედვით, გაზის მილი გადის იმ ორ კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელის კორექტირებაც მოხდა. „ამ მილის გადატანა ხელს შეუწყობს იგივე ტერიტორიების განვითარებას. როდესაც ვიწყებთ ახალ პროექტებს, ყოველთვის ვითვალისწინებთ, თუ რა განვითარება შეიძლება მოყვეს ამ პროექტს. აქედან გამომდინარე, გაზის მილის გადმოტანა არის აუცილებელი, რათა მოხდეს მიმდებარე ტერიტორიის განვითარება“,- განაცხადა გივი კუბლაშვილმა. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა კრწანისი - შინდისის დამაკავშირებელი გზის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი გზა მთლიანად განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას სოლოლაკში და კავშირი არ აქვს პანორამა თბილისის მშენებლობასთან. „კონკრეტულად განმუხტავს ისეთ წერტილს, როგორიც არის ამაღლების ქუჩა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ამ მონაკვეთში რომ რაიმე შეფერხება მოხდეს, მიმდებარე ტერიტორიებიდან თბილისზე წვდომა აღარ იქნება. ეს გზა განტვირთავს მოძრაობას შინდისში, წავკისში, კოჯორში. ეს გზა საერთოდ სხვა მხარეს გადის, პანორამა თბილისი კი აბსოლუტურად სხვა მხარეს მდებარეობს. მათ შორის არანაირი კავშირი არ არის“,-განაცხადა კუბლაშვილმა. კრწანისი - შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისთვის, ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებულია 125 დღე.
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)