|
2016-04-27 21:17:11, 418 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი: გერმანია საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერალური კანცლერის მრჩევლის მოადგილეს, კანცლერის სამსახურის უსაფრთხოების, საგარეო და განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს იოხიმ ბერტელეს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და მოახლოებული ვარშავის სამიტი იყო, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზეც. „გერმანიის თავდაცვის სამინისტროში და კანცლერის ოფისში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა. ამ ვიზიტის ამოცანაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად მუშა მდგომარეობაში, დეტალურად გავიაროთ ის მოლოდინები, სამოქმედო გეგმა, რომელიც გვინდა, რომ საქართველომ ნატოს სამიტისგან მიიღოს. გერმანია საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და მეგობარი. ამიტომ, გერმანიის პოზიცია პრინციპულად გადამწყვეტია ამ გზაზე. შესაბამისად, ჩვენ ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად ვმართავთ შეხვედრებს როგორც პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან - დეპუტატებთან, პარლამენტის ხელმძღვანელებთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა, რაც შეიძლება მაქსიმალურად დავაახლოვოთ ჩვენი ხედვები იმ შედეგებთან დაკავშირებით, რასაც ველოდებით ვარშავიდან“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. კანცლერის ოფისში შეხვედრით თინათინ ხიდაშელმა გერმანიაში ვიზიტი დაასრულა, სადაც საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს ესწრებოდა. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს რალფ ბრაუკსიპეს, კონრად ადენაუერის ფონდის გენერალურ მდივანს მიხაელ თილენს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს შეხვდა.
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)