|
2016-04-27 17:49:42, 356 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნება
„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის განცხადებით, გარე გამოწვევების მიუხედავად საქართველო მტკიცედ ისწრაფვის შინ და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფას. "მიუხედავად გარე გამოწვევებისა, საქართველო მტკიცედ ისწრაფვის შინ და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ. სწორედ ეს არის ჩვენი საერთო მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და, რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტთან. წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველომ გამოიარა რამდენიმე შეიარაღებული კონფლიქტი. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება," - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო არის აშშ-ის ერთგული მეგობარი სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც დაამტკიცა სანდოობა დასავლური კურსის მიმართ. მისი განმარტებით, საქართველოში ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ევროპეიზაცია და ინსტიტუციონალური სტანდარტების დაახლოება ევროპულ ნორმებთან. გიორგი კვირკაშვილმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ინვესტორების მოზიდვაა. "საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებებს საქართველოს ინსტიტუციონალურ მოწყობასა და საკანონმდებლო ბაზაში, რისი მიზანიცაა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების ამაღლება. ეს შეთანხმება ასევე უზრუნველყოფს კარგ საფუძველს ინვესტირებისთვის. ამ მხრივ, საქართველო მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგები, მაგალითად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი საგადასახადო ტვირთი," - აღნიშნა პრემიერმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)