|
2016-04-27 09:26:33, 418 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ ბერლინში საქართველო-გერმანიის სტრატეგიული ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდში გამართული რიგით მეხუთე საქართველო-გერმანიის სტრატეგიული ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ფორუმი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. ფორუმის სამუშაო სესიაზე: „გერმანიის ხედვა საქართველოში მიმდინარე ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესებზე“ სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს. დავით ბაქრაძემ ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის(DCFTA) შესახებ შეთანხმებების, ასევე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული, თუ მიმდინარე რეფორმების, დემოკრატიული ინსტიტუტების გასამტკიცებლად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და ფორუმის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა. დისკუსია ჩეთემჰაუსის ( Chatham house) ფორმატში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჰაინც-იოახიმ ბარხმანთან და კომიტეტის წევრებთან, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან ანდრეას პეშკესთან. შეხვედრებზე მხარეებმა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებსა და პერპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმ რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ახორციელებს. აღინიშნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი. ასევე, გერმანული მხარის წარმომადგენლება დაადასტურეს გერმანიის მთავრობის მზაობა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში ეკონომიკური პროექტების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე. „შეხვედრების დროს ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში მიმდინარე იმ რეფორმების პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელსაც კონკრეტული სარგებელი მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, უახლოეს მომავალში ვიზლიბერალიზაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაციაც გაიმართა. საქართველოს საელჩოში მოწვეულ სტუმრებს კრებული ევროპულ დაევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ, ასევე, მწერალმა და წიგნის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ წარუდგინეს. ცნობისთვის, „საქართველოს ევროპული გზები“ ცნობილი ავტორების მიერ მომზადებული ესეების კრებულია, რომელიც მკითხველს საქართველოს ევროპული კუთვნილების თავისებურებებს უზიარებს, ხსნის საქართველოს სწრაფვას დაუბრუნდეს ერთიან ევროპულ ოჯახს.წერილებში აღწერილია ევროპის პოლიტიკურ-კულტურული და ესთეტიური კავშირები ქართულ საზოგადოებასთან.
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)