|
2016-04-26 11:09:34, 373 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი რუმინეთის შს მინისტრ პეტრე ტობას შეხვდა
ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რუმინელ კოლეგას - პეტრე ტობას შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა პეტრე ტობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა. როგორც საქართველოს შს მინისტრმა განაცხადა, ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუმინელ კოლეგებთან თანამშრომლობას. გიორგი მღებრიშვილმა ორი ქვეყნის შს სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარების და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებზეც ისაუბრა, მათ შორის, საქართველოს შსს-ში მიგრაციის დეპარტამენტის შექმნის კუთხით. „ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობები ყველა დონეზე კიდევ უფრო გავაღრმავოთ. იმედი მაქვს, ერთობლივად შევძლებთ, გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. თავის მხრივ, რუმინეთის შს მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუმინეთი იყო და დარჩება საქართველოს ძლიერ პარტნიორად. პეტრე ტობამ გიორგი მღებრიშვილს საქართველოს შს სამინისტროსა და უწყებაში დაგეგმილი რეფორმების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც რუმინეთის შს მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ. პეტრე ტობამ ხაზი გასუვა იმ ფაქტს, რომ რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, რომელმაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. შეხვედრაზე რუმინეთის შს მინისტრმა შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებასა და ამ კუთხით, სასაზღვრო პოლიციებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილმა და პეტრე ტობამ ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ერთობლივ დეკლარაციას. დეკლარაცია ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საფუძველს წარმოადგენს და ქართულ მხარეს დამატებით ინსტრუმენტებს სთავაზობს, გაიზიაროს რუმინეთის გამოცდილება სამართალდაცვით სფეროში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის კუთხით. დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ჟურნალისტებისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. გიორგი მღებრიშვილი საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)