03:17 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 10:44:31, 636 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს დღეს განიხილავს

ევროპის პარლამენტი საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის განხილვას იწყებს. კონკრეტულად კი სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პირველი საკომიტეტო განხილვა ევროპარლამენტში დღეს გაიმართება.

საშინაო საქმეების კომიტეტმა უნდა ისაუბროს იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რაც ევროკომისიამ ევროპარლამენტს რამდენიმე კვირის წინ გადასცა.

ინიციატივა კი ითვალისწინებს საქართველოს იმ ქვეყანათა ჩამონათვალში ჩასმას, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა. სხდომა წინა კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო დღეისთვის გადაიდო.

დღესვე ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართება. ბრიუსელში დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები.

მასზე განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობას, ქართული სამინისტროების წარმომადგენლები ევროპელ დეპუტატებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან მიმდინარე და გატარებული რეფორმების შესახებ.

საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics