|
2016-04-21 09:31:27, 363 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს სესიაზე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ რეფორმებზე ისაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს სპეციალურ სესიაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე ისაუბრა, რაც ადამიანის უფლებების დაცვისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებისკენაა მიმართული. საგარეო უწყების ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიაზე და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმაზე. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სახელმწიფო სტრატეგია ემსახურება ნარკოტიკების პრობლემის მიმართ ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებას. მისი მიზანია ნარკოდამოკიდებულების შემცირება, გავრცელება-მოწოდების გზებთან ეფექტური ბრძოლა, პრობლემის მუდმივი მონიტორინგი და აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური კოორდინაცია. ნარკოპრობლემასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად მინისტრმა 2015 წელს, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნა დაასახელა. ცენტრის მიზანი ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული სურათის ანალიზი, ამ პრობლემის მიმართ ახალი სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიის დანერგვა და საერთაშორისო თანამეგობრობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა. მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომის მაგალითად ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები დაასახელა, რომლითაც ნარკოტიკების მოხმარება და გასაღება გაიმიჯნა. ნარკოდამოკიდებულების მიმართ სამართლებრივად ლიბერალური მიდგომების ფარგლებში, საქართველოში ეფექტურად ამოქმედდა ადრეული ჩარევის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და სოციალური რეინტეგრაციის მექანიზმი. მათ შორის გაჩნდა სოციალური საწარმოები, რაც ხელს უწყობს ნარკოდამოკიდებულების მქონე მოქალაქეების სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციას. საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა აივ/შიდსთან ბრძოლის 2016-2018 წწ. ეროვნულ სტრატეგიაზე, რომლის მიზანიც 2020 წლისთვის არსებული სურათის შემცირება და 2030 წლსითვის ვირუსის ელიმინაციაა. მიხეილ ჯანელიძემ გაეროს ტრიბუნიდან ასევე ისაუბრა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც უპრეცენდენტო აღმოჩნდა მსოფლიოს მასშტაბით. ნარკოტიკების საკითხზე გაერო-ს სპეციალური სესია გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიმდინარეობს, მას სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ეწსრებიან. საგარო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში გაეროს მდგრადი განვითარების მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში იმყოფება, მდგრადი განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიაზე მიხეილ ჯანელიძე სიტყვით ხვალ გამოვა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)