22:00 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 15:43:00, 408 ნახვა

პოლიტიკა
ჟან კლოდ იუნკერი: ევროკომისია საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას სრულად უჭერს მხარს

ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ახალი პირობები არ ექნება, რამდენადაც მთავრობამ, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა სრულად განახორციელა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში მისი პირადი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვეს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უხლოეს თვეებში წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე დაინტერესდა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმით, რომელიც საგადასახადო, განათლების სისტემის, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის სისტემის რეფორმას მოიცავს.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ და აღნიშნული საკითხის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის თხოვნით მიმართა. ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics